საზარელი მკვლელობა გახსნილია: 19 წლის ბიჭმა მძინარე დედა და ბებია მოკლა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭმა დედა და ბებია სახლში ნაჯახით მოკლა, როდესაც მათ ეძინათ. შსს-ს ვერსიით, ეს წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 2001 წელს დაბადებული მ.ზ., რომელსაც ორი პირის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

კახეთში შვილმა 91 წლის დედა ნაჯახით მოკლა>>

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს ორი ან მეტი პირის მიმართ ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაც სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0