22:06 13 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)
116 0 0

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა - გადაწყდა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორი კვირით სახმელეთო გადაადგილება იკრძალება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოდან საფოსტო ამანათებით სამედიცინო პირბადეების უცხოეთში გაგზავნა აიკრძალა, ნათქვამია საქართველოს ფოსტიოს განცხადებაში.

საქართველოში სამედიცინო პირბადეების მწვავე დეფიციტია. ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, აფთიაქებში პირბადეები ყველაზე მოთხოვნადი გახდა. ფარმაცევტულმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ მათი საწყობები ცარიელდება, ხოლო პროდუქციის შემოტანა კი ვერ ხერხდება, რადგან საქართველოში სამედიცინო პირბადეების ძირითადი მომწოდებელი ჩინეთია.

„იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა... გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების პირბადის გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება", - ნათქვამია განცხადებაში.

ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რეალურ საფრთხესთან დაკავშირებით, მთავრობა მოსახლეობის დასაცავად ყველა საჭირო ზომას იღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა - გადაწყდა, რომ საქართველოსა და ირანს შორის ორი კვირით სახმელეთო გადაადგილება იკრძალება.

გარდა ამისა , საქართველომ ადრე ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო დროებით შეაჩერა ფრენები ჩინეთთან და ირანთან. ასევე აკრძალულია ჩინეთიდან ცხოველების იმპორტიც. აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრებზე მდებარე საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურებს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინსიტრო მოსახლეობაში ასევე ატარებს საინფორმაციო კამპანიას.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდეც მოაღწია: ბოლო ცნობები (850)

მთავარი თემები