კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში - დაინფიცირებული 31 წლის ქალია

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალმა, რომელიც იტალიაში ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, დახმარებისთვის თავად მიმართა. ამ ეტაპზე სპეციალისტები ცდილობენ დააზუსტონ ვისთან ჰქონდა ქალს კონტაქტი.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის მეორე შემთხვევა 31 წლის ქალს დაუფიქსირდა, რომელიც იტალიიდან ჩამოვიდა, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ბრიფინგზე.

სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

პარასკევს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. პირველ შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. მაშინ ვირუსი საქართველოს 50 წლის მოქალაქეს აღმოაჩნდა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

„31 წლის ქალი, ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა იტალიაში. იმ ქალაქებში, სადაც დაავადების დიდი რისკი არ არის", - განაცხადა ცერცვაძემ.

მისი სიტყვებით, ქალს არ ჰქონდა მაღალი ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგრამ კვლევამ კორონავირუსი დაადასტურა.

„ამ ვირუსს ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - იგი შეიძლება მსუბუქად დაიწყოს და შემდეგ გართულდეს", - აღნიშნა ცერცვაძემ.

როგორც ცნობილია, ქალი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ამ კვირას ჩამოფრინდა და მეორე დღესვე თავად მიმართა სამედიცინო დახმარებისთვის. ამ ეტაპზე სპეციალისტები ცდილობენ დააზუსტონ ვისთან ჰქონდა ქალს კონტაქტი.

ამასთან, დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ადამიანებს შორის, ასევე აღმოჩნდებიან დაინფიცირებულები. ამ დროისთვის 24 ადამიანის ანალიზი მოწმდება.

Wizz Air - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Wizz Air კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენების სიხშირეს ამცირებს

კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

ყველა ახალი ამბავი
0