საქართველოში საჯარო სკოლების დირექტორობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringer თბილისის N55 სკოლა
 თბილისის N55 სკოლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარაში კოლეჯ „ახალ ტალღში" ჩატარდება.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოში განათლების რეფორმის ფარგლებში საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის კონკურსის პირველი ეტაპი 6 მარტს დაიწყება.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონული ფორმით ტესტირება 6 და 7 მარტს 4 სესიად ჩატარდება ( დღეში 2 -2 სესია).

პირველი სესია 09:00 საათზე, ხოლო მეორე 16:00 საათზე დაიწყება და მისი ხანგრძლივობა 4 საათი იქნება.

55-ე საჯარო სკოლა - Sputnik საქართველო
„ახალი სკოლის მოდელი" ოთხი წლის შემდეგ მთელ საქართველოს მოიცავს

რაც შეეხება კონკურსში მონაწილე პირებს, რომელთაც მხედველობის პრობლემები აქვთ, მათ დამატებით კიდევ 30 წუთი მიეცემათ. კანდიდატების რეგისტრაცია ტესტირების დაწყებამდე ერთი საათით ადრე მოხდება.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე კონკურსანტებმა 27 თებერვლიდან 3 მარტის პერიოდში განცხადებით უნდა მიმართონ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, რათა შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.

თბილისში ტესტირება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში, ხოლო აჭარაში კოლეჯ „ახალ ტალღში" ჩატარდება.

უწყების მთავარი მიზანი აღნიშნული კონკურსის დახმარებით მაღალკვალიფიციური და ღირსეული კადრების მოზიდვაა.

ექსპერტებმა მოამზადეს განათლების რეფორმის ათი პაკეტი, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, დაინერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება. ის მიზნად ისახავს საქართველოს საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონის ლიდერად ჩამოყალიბებას.

რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვა და მომზადებაა.

მთავრობამ გადაწყვიტა 2022 წლამდე განათლების ბიუჯეტის გაზრდა, ვიდრე ის მშპ-ის 6%-ს არ გაუტოლდება.

ყველა ახალი ამბავი
0