საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე.

 „მინდა მოგახსენით, რომ გუშინ, გვიან ღამით, კორონავირუსის ინფექციის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა... ეს ადამიანი იტალიაში იმყოფებოდა. იგი იტალიის მოქალაქეა  და მისი ჯანმრთელობის მდგომარება დამაკმაყოფილებელია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ ადამიანებს შორის, ასევე აღმოჩნდებიან დაინფიცირებულები.

Wizz Air - Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Wizz Air კორონავირუსის გამო იტალიაში ფრენების სიხშირეს ამცირებს

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაინფიცირებული - საქართველოს 50 წლის მოქალაქეა, რომელიც ირანიდან ჩამოვიდა. მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.  

კორონავირუსის ეპიდემიის პრევენციის მიზნით საქართველოში საგანგებო ზომებს იღებენ. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო უწყებათაშორისი საკოორდინაციო ჯგუფი შექმნა. გადაწყდა ორი კვირით ირანთან სახმელეთო მიმოსვლის აკრძალვა.

მანამდე ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

 

ყველა ახალი ამბავი
0