ზემო ლარსი დღეს: რუსეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© Sputnik / STRINGERთოვლი გზებზე
თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტეოროლოგიური პირობების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების სხვადასხვა მონაკვეთზე.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე აკრძალვა დაწესდა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო
„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა

გავრცელებული ინფორმაცით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ტემპერატურის მკვეთრი მატების გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე გაიზარდა, რის გამოც მოძრაობა აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა დღეისათვის საქართველოს და სომხეთის რუსეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო გზაა. „ყაზბეგი–ზემო ლარსის" საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0