02:24 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (92)
61 0 0

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებულ დეკანოზს შეიძლება სასჯელი გადაუვადონ

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლილი მსხილაძე ციხეში გასამართ სხდომაზე დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასჯელის გადავადების საკითხს გადაწყვეტს, იუწყება პირველი არხი.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, სხდომა 5 მარტს ციხეში გაიმართება. მსხილაძის განმარტებით, სხდომა სასამართლოს შენობაში უნდა გამართულიყო, მაგრამ მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საწოლიდან ადგომაზე უარს აცხადებს.

საქართველოს კანონმდებლობით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადავადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშია შესაძლებელი. პატიმარს სასამართლოს გადაწყვეტილებით გარკვეული ვადით ათავისუფლებენ მკურნალობის მიზნით, რის შემდეგ ის ციხეში ბრუნდება.

მამალაძის საქმე

მამალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის გაასამართლეს. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. იმ დროს იქ კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამკურნალოდ იმყოფებოდა. გამოძიების მონაცემებით, მამალაძის ბარგში ნატრიუმის ციანიდი იპოვეს, ხოლო ბინაში - კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის სექტემბერში გიორგი მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2018 წლის თებერვალში სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა. 2018 წლის აგვისტოში უზენაესმა სასამართლომ მამალაძის ადვოკატის სარჩელის განხილვაზე უარი განაცხადა და ამით ქვედა ინსტანციების სასამართლოების გადაწყვეტილება ასევე ძალაში დატოვა.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (92)

მთავარი თემები