08:39 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)
1024 0 0

ინფექციურ საავადმყოფოში ამოყო თავი „TV პირველის" ჟურნალისტმა, რომელიც ევროპაში მოგზაურობიდან დაბრუნდა. მისი ტესტირების პასუხი საღამოს გახდება ცნობილი.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. „TV პირველის" ჟურნალისტი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მიიყვანეს, ამის შესახებ ტელეარხის გენერალურმა დირექტორმა ინგა გრიგოლიამ თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„ჩვენი ერთი თანამშრომელი წევს ინფექციურში, საღამოს იქნება პასუხი, იმედია, კორონა არ დაუდგინდება. სამოგზაუროდ იყო ევროპაში. მედგრად ვართ და ვმუშაობთ. კორონავირუსი შეგვაშინებს ჩვენ?!" – დაწერა ინგა გრიგოლიამ.

პაციენტი იზოლირებულ ბოქსში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან: მთავრობამ ქსელში ჯანმოს რეკომენდაციები ჩაუშვა>>

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გუშინ დაფიქსირდა. ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე 50 წლის მამაკაცია, რომელიც ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა საქართველოში.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (736)

მთავარი თემები