Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

კახა კალაძეს „მილანმა“ დაბადების დღე მიულოცა – ყოფილი ფეხბურთელი 42 წლის გახდა

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის მოდური მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე იუბილარია. ნახეთ, როგორ მიულოცა ყოფილმა გუნდმა დაბადების დღე.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის მერს, ყოფილ ფეხბურთელს ყოფილმა გუნდმა „მილანმა“ დაბადების დღე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიულოცა.

კახა კალაძე იტალიურ კლუბში 2001-2010 წლებში თამაშობდა. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი 1978 წელს სამტრედიაში დაიბადა. 2012 წლის 25 ოქტომბრიდან 2017 წლის 6 ივლისამდე საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი იყო, 2017 წლის 13 ნოემბრიდან დღემდე თბილისის მერია. ფეხბურთელობისას თამაშობდა მარცხენა და ცენტრალურ მცველად. 2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა. საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი 9 წლის მანძილზე იყო. „მილანში“ ჩარიცხვამდე იგი თბილისის „დინამოსა“ (1993–1997) და კიევის „დინამოში“ (1998–2001) თამაშობდა. კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.

კახა კალაძე ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
ანუკი არეშიძის და კახა კალაძის რომანტიული ფოტოები გუდაურიდან - ნახეთ როგორ ერთობიან

კახის მამა კარლო კალაძე სამტრედიის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელი და შემდგომ პრეზიდენტიც იყო. 11 წლის ასაკში კალაძემ სწორედ სამტრედიის „ლოკომოტივის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო თამაში ფორვარდის პოზიციაზე. 2003–2004 წლების სეზონში კალაძემ სერია A-ში 6, საერთო ჯამში კი 11 მატჩი ჩაატარა. 2010 წელს კალაძეს სამი არჩევანი ჰქონდა — „მილანში“ დარჩენა, სადაც იანვრამდე ვერ ითამაშებდა, რადგან გუნდის ხელმძღვანელობამ საჩემპიონო განაცხადშიც კი არ შეიყვანა; „იუვენტუსსა“ და „ჯენოაში“ გადასვლა. ქართველმა ფეხბურთელმა სატრანსფერო სეზონის დასრულებამდე 1 საათით ადრე „ჯენოაში“ გადასვლა გადაწყვიტა. 2010 წლის 31 აგვისტოს კალაძე საფეხბურთო კლუბ „ჯენოაში“ გადავიდა და მასთან 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „ჯენოაში“ კალაძემ ორი სეზონის მანძილზე 53 მატჩი ჩაატარა. 2012 წელს კალაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
ანუკი არეშიძე მეოთხე შვილის მოლოდინში – დიზაინერის აქამდე უცნობი სურათები

ევრო 2012-ის შესარჩევი ციკლი უკანასკნელი იყო კალაძის სანაკრებო კარიერაში. ის ნაკრების კაპიტანი იყო და მალტის ნაკრებთან საშინაო მატჩში საგოლე პასიც გააკეთა. შესარჩევი ციკლის დასრულების შემდგომ, 2011 წლის 11 დეკემბერს კახა კალაძემ სანაკრებო კარიერაც დაასრულა. 2013 წლის 31 მაისს თბილისში, „დინამო არენაზე“ შედგა მისი გაცილების მატჩი პროფესიული ფეხბურთიდან, რომელშიც ფრანკო ბარეზი, პაოლო მალდინი, მატიე ფლამინი, ფილიპო ინძაგი, ანდრეი შევჩენკო, ალექსანდრ შოვკოვსკი, ფაბიო კანავარო, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი, შოთა არველაძე, სტეფანო ერანიო, გიორგი დემეტრაძე, ჯუზეპე ფავალი, ლევან კობიაშვილი, ჯუზეპე პანკარო, ალექსანდრე იაშვილი, დავით მუჯირი, პეტრო ვერხოვოდი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. შეხვედრას 54 ათასი მაყურებელი დაესწრო. კახა იტალიელმა ჟურნალისტებმა შეაფასეს, როგორც „მილანის“ დაცვის ბურჯი და ქართული ფეხბურთის ისტორიული ფიგურა.

ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
ანუკი არეშიძე ავარიაში მოყვა? - დიზაინერი ფოტოს აქვეყნებს

კახა კალაძემ 2007 წელს ჰოლდინგი „კალა კაპიტალი“ დააფუძნა და ინვესტირება სამი მიმართულებით – საბანკო, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორში განახორციელა. ჰოლდინგს ასევე ეკუთვნოდა 45-პროცენტიანი წილი სს „საქჰიდრომშენში“, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში ჰოლდინგ „GMC ჯგუფზე“ გასხვისდა. დღეისათვის კახა კალაძე საქველმოქმედო ფონდ „კალა ფონდისა“ და „კალა კაპიტალის“ დამფუძნებელია. ჰყავს მეუღლე ანუკა არეშიძე და ოთხი ვაჟი: ლევანი, კახა, ვაჩე და ნიკოლა.

2011 წლიდან კალაძე არის პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრი. 2012 წლის არჩევნებში ის წარდგენილი იყო სამტრედიის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად. ამავდროულად იყო კოალიცია „ქართული ოცნების“ პარტიული სიის პირველი ნომერი. არჩევნებში მან 53.63%-ით გაიმარჯვა. 

ყველა ახალი ამბავი
0