Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძე მეოთხე შვილის მოლოდინში – დიზაინერის აქამდე უცნობი სურათები

© Photo: Anouki Areshidze / FBანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიზაინერმა და ყოფილმა მოდელმა მეოთხე შვილი 2018 წელს გააჩინა. თბილისის მერის მეუღლე ფეხმძიმობას მალავდა. ახლა კი სოციალურ ქსელში ძველი სურათები გამოაქვეყნა, სადაც ნიკოლაზეა ფეხმძიმედ.

რამდენიმე წელია ანუკი არეშიძის მიმართ ყურადღება არ წყდება. ამ ოჯახის გარშემო უამრავი დაინტერესებული ადამიანია. ამბობენ, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ მერს კახა კალაძეს სამოსს თავად ურჩევს. შედეგად, პოლიტიკოსებს შორის კახა კალაძე ნამდვილად ექსტრავაგანტულად გამოიყურება და მედიის ყურადღებას არა მხოლოდ ჩაცმის სტილით, არამედ სკანდალური განცხადებებითაც იქცევს. ანუკი არეშიძე მეუღლესთან შედარებით მეტი სიფრთხილით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ ის უამრავი რეიტინგული გადაცემის სასურველი სტუმარია. ოთხი შვილის დედა შეუდარებლად გამოიყურება. მან სოციალურ ქსელში ფეხმძიმობის უცნობი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც მუცელი საერთოდ არ ეტყობა.

ანუკი არეშიძეს და კახა კალაძეს ოთხი ვაჟი ჰყავთ. მშობლები უსიმპათიურეს შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ და ულამაზეს სურათებს აქვეყნებენ. წყვილის უფროსი ვაჟი 12 წლისაა, მეორე შვილი კახაბერი 8 წლის გახდა, ხოლო ვაჩე კალაძე მალე 6 წლის გახდება. მათ შორის ყველაზე პატარას ნიკოლას სახეს ერთ წლამდე არ აჩენდნენ. ბიჭები დედას ძალიან ჰგვანან. ამას ანუკი არეშიძის „ფოლოვერები“ ხშირად აღნიშნავენ. საზოგადოებას მხიარულ ვიდეოებსა და ფოტოებს ანუკი არეშიძე უზიარებს. კახა კალაძე კი საკუთარ გვერდზე უფრო ვიდეობს აქვეყნებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, თუმცა ოთხ ვაჟთან ერთად გადაღებული მიმზიდველი კადრების გაზიარებასაც არ წყვეტს. ოჯახი ქალაქში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაზე ერთად ხშირად ჩნდება. უკანასკნელი ახალი წლისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი აღმოჩნდა, რომლის სცენაზე თბილისის მერი სწორედ ვაჟებთან ერთად ავიდა და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ანუკი არეშიძის ცხოვრებისეული დეტალებით საზღვარგარეთის მედიაც ინტერესდება. მას სოციალურ ქსელში ქათველ სელებრითებს შორის ყველაზე მეტი „ფოლოვერი“ ჰყავს. მათი რაოდენობა 417 ათასს აღწევს. ანუკი გარეგნობას, ჩაცმის სტილს და სოციალური ქსელის პროფილსაც კი დიდი მონდომებით ცვლის. ყოველ ჯერზე მის მიერ გაზიარებული სურათი დიდი დატვირთვის მქონე და სილამაზით აღსავსეა. ამჯერად საკუთარ „სთორიზე“ თაყვანისმცემლებს უამრავი ძველი მოგონება გაუზიარა. მათ შორის აღმოჩნდა საფრანგეთში მორიგი მოგზაურობა, სადაც ანუკი ნიკოლაზეა ფეხმძიმედ. უფროს ვაჟებთან შედარებით, რომლებიც დიზაინერმა იტალიაში გააჩინა, ნიკოლა სამყაროს საფრანგეთში მოევლინა. მის გარეგნობას ერთ წლამდე საგულდაგულოდ მალავდნენ.

ტრენდული ანუკი არეშიძე მოდის სამყაროს ერთ-ერთი განუმეორებელი წევრია. მას მერე, რაც ის პოდიუმს დაემშვიდობა და დიზაინერის კარიერა დაიწყო, მისი სახელი ბევრ ევროპულ ჟურნალში იკითხება. ტაბლოიდები არა მხოლოდ დიზაინერის სტილის აღწერით, არამედ ოჯახის გაშუქებითაც არიან დაინტერესებული. მისი სახლის ერთ-ერთი სტუმარი რუსული VOGUE-ც გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0