07:07 10 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (103)
122 0 0

კორონავირუსის ეპიდაფეთქების გამო ამ დროისათვის საქართველომ დროებით შეაჩერა ავიამიმოსვლა ჩინეთთან და ირანთან.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. ამ ეტაპზე საქართველო სხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის შეჩერებას არ აპირებს, ფრენები შეჩერებულია მხოლოდ ირანთან და ჩინეთთან, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან კარანაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა>>

ახალი ტიპის პნევმონიის ეპიდაფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

„ამ ეტაპზე გადაწყვეტილება სხვა ქვეყნებთან მიმართებით არ არის მიღებული. სიტუაცია იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება ამა თუ იმ ქვეყანაში ეპიდემიური მდგომარეობა. გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე. ჯერ სხვა ქვეყნებზე საუბარი არ არის", – განაცხადა კარანაძემ.

მისი თქმით, აეროპორტებში ყველა მგზავრს ამოწმებენ და თუ საეჭვო სიმპტომები ვინმეს შენიშნეს, ისინი კლინიკაში გადაჰყავთ.

გუშინ, საღამოს საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი ქვეყანაში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

კორონავირუსი საქართველოში: პრემიერმა საგანგებო ჯგუფი შექმნა>>

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად საქართველოს მთავრობამ ირანთან სახმელეთო მიმოსვლა ორი კვირით აკრძალა.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (103)

მთავარი თემები