02:40 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (760)
313 0 0

პაციენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. იგი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, განაცხადა ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

რამდენიმე წუთის წინ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები მოვიდა. ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 14 პაციენტიდან ერთ-ერთის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დანარჩენ პაციენტებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ.

პაციენტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. 50 წლამდე მამაკაცი საქართველოში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.

ტიკარაძის განცხადებით, აღნიშნული მოქალაქე საბაჟოდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამჟამად თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულია 14 პაციენტი მაღალი ტემპერატურით. მათგან 11 საქართველოს მოქალაქეა, დანარჩენები კი ჩინეთისა და ირანის მოქალაქეები არიან.

გარდა ამისა, 21 თებერვლიდან საჩხერის კლინიკაში კარანტინში მოთავსებულია ჩინეთიდან ჩამოსული 34 საქართველოს მოქალაქე.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველომ დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

როგორც ცნობილია, 2019 წლის 31 დეკემბერს ჩინეთის ხელისუფლებამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ქალაქ უჰანში უცნობი პნევმონიის აფეთქების შესახებ შეატყობინა. სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ დაავადების გამომწვევი ახალი ტიპის კორონავირუსი იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა და დაავადებას ოფიციალური სახელწოდება დაუდგინა – COVID-2019.

26 თებერვლის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობა 81 184 ადამიანია, გარდაცვლილია 2769 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 30 ათასი პაციენტი.

დაავადება დაფიქსირებულია 33 ქვეყანაში, დაავადებულია 2,5 ათასი ადამიანი, დაღუპულია 34 ადამიანი.

 

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (760)

მთავარი თემები