ბიჭს, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს სახლებს უსასყიდლოდ უშენებს, მანქანა აჩუქეს – ფოტო

CC0 / Pixabay / ძაღლი საჭესთან
ძაღლი საჭესთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭი, რომელიც უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეს, ზაქარია დოლიძეა. მან უკვე საქართველოს ბევრი რეგიონი მოიარა და არაერთ ძაღლს აჩუქა თავშესაფარი.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. ჟურნალისტი ანა მარშანია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიჭს, რომელიც უსახლკარო ძაღლებისთვის სახლებს ამზადებს და ნათხოვარი მანქანებით სხვადასხვა რაიონში უსასყიდლოდ არიგებს, მანქანა აჩუქეს.

ბიჭი, რომელიც უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეს, ზაქარია დოლიძეა. მან უკვე საქართველოს ბევრი რეგიონი მოაიარა და არაერთ ძაღლს აჩუქა თავშესაფარი.

„კუპატა“ ბათუმიდან - Sputnik საქართველო
სახლი კუპატასთვის: საქართველოს ყველაზე პოპულარულ ძაღლს უკვე თავისი კერა აქვს

„SAPG – უსახლკარო ცხოველების პროექტი საქართველოში“ საქველმოქმედო გაერთიანებაა, რომელიც მათთვის სახლებს აშენებს. პროექტი სალომე კიკნაველიძემ და ზაქარია დოლიძემ დაიწყეს. ერთმანეთი სოციალურ ქსელში, უსახლკარო ცხოველებზე საუბრისას გაიცნეს. ახლა ყველაფერს საკუთარი ხელით აკეთებენ და თბილისის სხვადასხვა უბანში უკვე 60-მდე სახლი დადგეს. მოხალისეებსაც მხოლოდ მასალას ან ფიზიკურ დახმარებას სთხოვენ, ფინანსურ რესურსზე თავიდანვე უარი თქვეს. ამ საკითხის მოგვარებას თავად აპირებენ – მალე ახალ სტარტაპს იწყებენ, რათა შემოსავლით SAPG-ს დაეხმარონ.

ყველა ახალი ამბავი
0