07:45 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1384)
991 0 0

სამხრეთ იტალიაში, კალაბრიის პროვინციაში ორშაბათს, 24 თებერვალს 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. იტალიაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით კალაბრიის პროვინციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის "ცხელი ხაზი" ამოქმედდა, ნათქვამია იტალიაში საქართველოს საკონსულოს Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აუცილებლობის შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დახმარებისთვის დაუკავშირდნენ იტალიაში საქართველოს საკონსულოს „ცხელ ხაზზე“: +39 333 8879123.

სამხრეთ იტალიაში, კალაბრიის პროვინციაში 4,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ორშაბათს, 24 თებერვალს, საღამოს მოხდა.

იტალიის ვულკანოლოგიისა და გეოფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ რენდესთან იყო.

წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1384)

მთავარი თემები