14:13 04 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ადამიანის უფლებები საქართველოში (38)
99 0 0

ვის, რატომ და რა სიხშირით ავიწროებენ საქართველოში - სახალხო დამცველმა თანასწორობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ თანასწორობის მდგომარეობის შესახებ მე-5 სპეციალური ანგარიში წარმოადგინა. ამის თაობაზე ომბუდსმენის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველმა სავარაუდო დისკრიმინაციის 155 ახალი შემთხვევა განიხილა, მათგან 13 ფაქტზე აპარატმა წარმოება საკუთარი ინიციატივით დაიწყო.

საქართველომ გენდერული თანასწორობის რეიტინგში მეზობელ ქვეყნებს გაუსწრო >>

ანგარიშში განხილულია 2019 წლის განმავლობაში ცალკეული დაუცველი ჯგუფების, მათ შორის, ქალების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ლგბტ თემის წევრების, რელიგიური უმცირესობების და ხანდაზმული პირების თანასწორუფლებიანობის დაცვის მხრივ არსებული პრობლემები, ასევე, მიმოხილულია სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები, დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევები და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკური მონაცემები.

კერძოდ, გაანალიზებულია 2019 წელს თბილისი პრაიდის შესახებ დისკუსიის ფონზე ლგბტ თემის წევრების უფლებების სისტემური დარღვევის და სახელმწიფოს არასათანადო რეაგირების საკითხი.

„სამწუხაროდ, საკანონმდებლო გარანტიების შექმნის მიუხედავად, თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ საქართველოში მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, რასაც ხელს სახელმწიფოს ერთიანი ხედვის არარსებობაც უწყობს“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დისკრიმინაცია ციფრებში

ანგარიშის თანახმად, განმცხადებლების ყველაზე დიდი რაოდენობა კვლავ სქესის/გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის შესახებ დაობდა და ეს მონაცემი, წინა პერიოდის მსგავსად, 16%-ს შეადგენს.

ლომჯარიას განცხადებით, მომართვიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა გენდერული დისკრიმინაციის გამო. შემდეგ მოდის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევები, გენდერული იდენტობის, სექსუალური ორიენტაციისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების, ასევე განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დისკრიმინაციის შემთხვევები. წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, 2019 წელს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ მომართვიანობაში არსებითი ცვლილებები არ დაფიქსირებულა.

როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია მითითებული, განსხვავებული მოსაზრების გამო სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტები 14%-ს, ხოლო პოლიტიკური შეხედულების ნიშნით - 7%-ს შეადგენდა. წინა საანგარიშო პერიოდში განცხადებების 12% განსხვავებულ მოსაზრებას, ხოლო 9% პოლიტიკურ შეხედულებას შეეხებოდა.

2019 წელს რელიგიური ნიშნით თანასწორობის დარღვევის გამო საჩივარი შემოიტანა განმცხადებელთა 14%-მა, მაჩვენებელი 3%-ით აღემატება წინა საანგარიშო პერიოდს. ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციაზე მიუთითა 4%-მა (წინა მაჩვენებელი 8% იყო), სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის გამო - 14%-მა, თითქმის ორჯერ მეტმა.

კერძო სექტორში დისკრიმინაციის ფაქტებმა იმატა

ლომჯარიას თქმით, 8%-ით მოიმატა და 39% შეადგინა მომართვიანობამ სავარაუდო დისკრიმინაციის გამო კერძო სექტორში.

„მომართვების 61% ეხება დისკრიმინაციის შემთხვევებს საჯარო სექტორში, 39% - კერძო სექტორში“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

ქალთა უფლებები

სახალხო დამცველის ანგარიშში აისახა გენდერული ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტებიც, რომლებიც შრომით ხელშეკრულებებში გვხვდება. ლომჯარიას თქმით, როგორც წესი, ხელშეკრულების გაწყვეტა უკავშირდება ორსულობას ან მშობიარობას.

ომბუდსმენმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის განკუთვნილი დეკრეტული შვებულების პრაქტიკის შესწავლას. უფლებადამცველის აპარატმა შეისწავლა 13 მსხვილი დამსაქმებლის შრომითი ხელშეკრულებები. გამოიკვეთა არათანასწორი მიდგომა. დეკრეტული შვებულების ანაზღაურების წესები რადიკალურად განსხვავებულია, რის გამოც ორსული ქალები უთანასწორო მდგომარეობაში იმყოფებიან. ეს იწვევს მათი უფლებების შელახვას გენდერული ნიშნით.

ამიტომ სახალხო დამცველი კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის წინადადებით გამოდის, რაც სახელმწიფოს ქალების მიმართ თანასწორუფლებიანი პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემს.

თემები:
ადამიანის უფლებები საქართველოში (38)

მთავარი თემები