04:12 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
206 0 0

25 თებერვალს ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მთასა და მაღალ მთაში ნავარაუდევია თოვლი, ზოგან ძლიერი.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სამშაბათს, 25 თებერვალს კოკისპირული წვიმააა მოსალოდნელი, ზღვაზე ნავარაუდევია 4-6-ბალიანი შტორმი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„25 თებერვალს საქართველოში, ძირითადად დასავლეთ საქართელოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე 4-6-ბალიანი შტორმი იქნება", – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 10-11 გრადუსი სითბო იქნება. რაც შეეხება ქვეყნის დასავლეთ ნაწილს, ღამით დაბლობში მინუს 2 გრადუსი, დღისით მაქსიმალური კი პლუს 16 გრადუსი იქნება.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა–გააქტიურება გამოიწვიოს", – ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 20-25 მეტრამდე გაძლიერდება.

სამშაბათს ყაზბეგში მოსალოდნელია თოვლი, ნისლი და ძლიერი ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი ნული გრადუსი იქნება. ოთხშაბათს გამოიდარებს: ღამით მოსალოდნელია მინუს 9 გრადუსი, დღისით კი 2 გრადუსი სითბო.

თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი მესტიაში. სამშაბათს, ღამით ნული გრადუსი, დღისით კი პლუს ერთი გრადუსი იქნება. ოთხშაბათს ღამით მინუს 13 გრადუსი, დღისით კი პლუს 5 გრადუსია ნავარაუდევი.

სამშაბათს ბათუმში წვიმა დ ძლიერი ქარია ნავარაუდევი - ზღვაზე შტორმი 4-6 ბალს მიაღწევს. ღამით პლუს 5 გრადუსი, დღისით კი პლუს 7 გრადუსი იქნება. ოთხშაბათს ღამით მოსალოდნელია წვიმა და პლუს 4 გრადუსი სითბო. ოთხშაბათს დღისით გამოიდარებს და ჰაერი 13 გრადუსამდე გათბება.

სამშაბათს, თბილისში მცირე ნალექია მოსალოდნელი - ღამით პლუს 5, დღისით კი 9 გრადუსი სითბო იქნება. ოთხშაბათს უნალექო ამინდია ნავარაუდევი - ღამით დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა პლუს 1 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 10 გრადუსამდე გათბება.

მთავარი თემები