თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით თბილისში სამშაბათს, 25 თებერვალს, უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. დილიდან იწვიმებს, დღის მეორე ნახევარში მზე გამოანათებს.
მზე 07:42 საათზე ამოვა და 18:45 საათზე ჩავა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა +5 გრადუსი დილის 7:00 საათზეა მოსალოდნელი, მაქსიმალური ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს.
ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.