12:27 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (496)
110 0 0

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ირანიდან ჩამოსულ მოქალაქეებს ლუგარის ლაბორატორიისთვის სინჯებს დღეს აუღებენ და ახალ კორონავირუსზე დიაგნოსტიკის მიზნით ტესტი ჩატარდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ირანიდან ჩამოსული მოქალაქეები თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ მოათავსეს.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა, რომ კლინიკაში შეყვანილი ირანის სამი მოქალაქე ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა და ორი შვილი. ინფექციურში პაციენტის სტატუსით ორივე მოზარდი გაფორმდა. მათ აეროპორტში ტემპერატურა დაუფიქსირდათ და კლინიკაში ამიტომაც გადაიყვანეს. დაკვირვება დედაზეც მიმდინარეობს, როგორც მათთან კონტაქტში მყოფ პირზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი ირანის ქალაქ ყუმიდან არის, სადაც ახალი კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა.

„გუშინ დღის მეორე ნახევარში ჩვენს კლინიკაში მოიყვანეს ირანის სამი მოქალაქე. ერთი ოჯახის სამი წევრი, დედა და ორი შვილი – რვა და 13 წლის მოზარდები. როგორც ვიცით, რამდენიმე დღეა, ირანში დაფიქსირდა ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები და აქედან ორი გარდაიცვალა. ყველა ეს შემთხვევა არის ერთი ქალაქიდან  – ყუმიდან. ინფექციურ საავადმყოფოში შემოყვანილი სამი ადამიანიც არის ქალაქ ყუმიდან, ამიტომ ქვეყანა ძალიან ფრთხილობს“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ჩატარებული კვლევებით პნევმონია ორივესთან გამოირიცხა.

აღსანიშნავია, რომ პარასკევს ირანის ხელისუფლებამ კორონავირუსით დაავადების 18 შემთხვევის გამოვლენის შესახებ განაცხადა. შემთხვევები დაფიქსირდა შემდეგ ქალაქებში: ყუმი, არაქი, თეირანი და გილანი. გარდაცვლილთა რიცხვმა ირანში ხუთ კაცს მიაღწია. 

დღეს ქუვეითმა ირანთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.

კუვეიტელი ბლოგერი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდში 3.2 მლრდ დოლარს ითხოვს >>

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დღეისათვის მატერიკულ ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID 2019–ით დაავადებულთა საერთო რაოდენობა 76 288 შეადგენს. აქედან ამ დროისათვის ავადაა 53 ათას 284 ადამიანი, მათ შორის 11 ათას 477— მძიმედ. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 20 ათას 659 პაციენტი, 2 345 კაცი გარდაიცვალა.

თემები:
ახალი კორონავირუსი COVID-2019 (496)

მთავარი თემები