მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

კუვეიტელი ბლოგერი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდში 3.2 მლრდ დოლარს ითხოვს

© REUTERS / Stringerკორონავირუსის დეზინფექცია
კორონავირუსის დეზინფექცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კუვეიტელი აქტივისტი ასე გამოეხმაურა მსახიობ ჯეკი ჩანის წინადადებას, რომ ის მილიონ იუანს (143 ათასი აშშ დოლარი) გადაუხდის ადამიანს, რომელიც კორონავირუსის წამალს მიაგნებს.

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ცნობილი კუვეიტელი ბლოგერი და საზოგადო მოღვაწე სალვა ალ-მატირი მილიარდ კუვეიტურ დინარს (3,2 მლრდ აშშ დოლარზე მეტი) ითხოვს მეთოდისთვის, რომელიც მან თითქოს ახალი ტიპის კორონავირუსის, COVID 2019-ის სამკურნალოდ შექმნა. ამის შესახებ ალ-მატირი სოციალურ ქსელ Snapchat-ში წერს. 

„ახლა ჩინეთის საელჩოსთან ვარ. მოვედი, რათა წარმოვადგინო ჩანაწერები კორონავირუსის მკურნალობის მეთოდების შესახებ“, — დაწერა ალ-მატირიმ.

სანამ ჩინეთის საელჩოსთან მივიდოდა, ბლოგერმა Youtube-ს არხზე განათავსა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ითხოვს, რომ მის საბანკო ანგარიშზე მილიარდი კუვეიტური დინარი ჩარიცხონ. სანაცვლოდ ის კორონავირუსის მკურნალობის მეთოდის გამჟღავნების პირობას დებს. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს მომხმარებელთა კომენტარების ქარიშხალი მოჰყვა. 

უჰანის ქუჩებში, როგორც ჩინეთის სხვა დიდ ქალაქებში, დღეს იშვიათად ჩანან გამვლელები - Sputnik საქართველო
კორონავირუსის აპოკალიფსი: ჩინეთში “ქალაქი-მოჩვენებების“ რაოდენობა იზრდება – ფოტო

როგორც ირკვევა, კუვეიტელი აქტივისტი ასე გამოეხმაურა მსახიობ ჯეკი ჩანის წინადადებას, რომ ის მილიონ იუანს (143 ათასი აშშ დოლარი) გადაუხდის ადამიანს, რომელიც კორონავირუსის წამალს მიაგნებს. 

COVID-2019 ჰონგ-კონგში: დეფიციტის შიშით მძარცველებმა 600 ცალი ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი კი ავრცელებს ბოლო მონაცემებს COVID 2019-თან დაკავშირებით. ამ დროისათვის მატერიკულ ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 74 185 ადამიანს შეადგენს, აქედან ავადაა 57 805. მათგან მძიმე მდგომარეობაშია 11 977 კაცი. გარდაიცვალა 2004 ადამიანი, ხოლო 14 376 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან.

ამასთან, ექიმები აკვირდებიან დაახლოებით 135 800 ადამიანს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებთან.

ყველა ახალი ამბავი
0