თსუ-ის მეორე კორპუსის გასაახლებლად 27 მილიონი ლარი დაიხარჯება

გამოწერა
სარემონტო სამუშაოების შემდეგ, რომლის დასრულებაც 2021 წელს იგეგმება, უნივერსიტეტის მეორე კორპუსი იქნება შესატყვისობაში თანამედროვე სტანდარტებთან და მაქსიმალურად კომფორტული სტუდენტებისთვის

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) მეორე კორპუსის გასაახლებლად დაახლოებით 27 მილიონი ლარი დაიხარჯება. ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომელმაც მიმდინარე სარემონტო სამუშაოები თსუ-ის რექტორ გიორგი შარვაშიძესთან ერთად დაათვალიერა.

© photo: Tbilisi State University / FBთსუ-ის მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოები
თსუ-ის მეორე კორპუსის გასაახლებლად 27 მილიონი ლარი დაიხარჯება - Sputnik საქართველო
თსუ-ის მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოები

ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის განახლების მასშტაბური სამუშაოები განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. ამჟამად სარემონტო სამუშაოების მეორე ეტაპი ხორციელდება, რომლის ღირებულება 21,3 მლნ ლარს შეადგენს.

© photo: Tbilisi State University / FBთსუ-ის მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოები
თსუ-ის მეორე კორპუსის გასაახლებლად 27 მილიონი ლარი დაიხარჯება - Sputnik საქართველო
თსუ-ის მეორე კორპუსის სარემონტო სამუშაოები

ჩხენკელის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ძალიან მალე ექნება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი იქნება.

„პროექტის მთლიანი ღირებულება გახლავთ 27 მილიონი ლარი. ეს არის ის თანხა, რომელიც მოხმარდება მეორე კორპუსის სრულ რეაბილიტაციას. ეს გახლდათ სახელმწიფოს საჩუქარი უნივერსიტეტისთვის, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით. პროცესი მიმდინარეობს ძალიან ინტენსიურად, ძალიან კმაყოფილი ვართ პირველი შედეგებით. თსუ-ს სულ მალე ექნება ისეთი მეორე კორპუსი, როგორიც ეკადრება მის ღირსებას, ისტორიასა და თანამედროვეობას", - განაცხადა ჩხენკელმა.

სარემონტო სამუშაოების პირველი ეტაპი 2018 წელს დაიწყო. ამაზე 5,7 მლნ ლარი დაიხარჯა. პირველ ეტაპზე გამაგრდა შენობა, შეიცვალა სახურავი, კარები და ფანჯრები, გარემონტდა ფასადი, სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა.

თსუ - Sputnik საქართველო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების მსოფლიო რეიტინგში მოხვდა

მეორე ეტაპი 2019 წელს დაიწყო და 2021 წელს დასრულდება. ამ პერიოდის განმავლობაში დამონტაჟდება ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები, ასევე გაგრილება-ვენტილაციის სისტემები, ლიფტები. მთლიანობაში გარემონტდება 25 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი.

აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოებს სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. ლექციები უნივერსიტეტის სხვადასხვა კორპუსში გადანაწილდა.

თსუ-ის მეორე კორპუსი 1940 წელს არქიტექტორ მიხეილ შავიშვილის პროექტით აშენდა.

კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს გაიხსნა. მისი დამფუძნებლის — ივანე ჯავახიშვილის სახელი მას 1989 წელს მიენიჭა.

საქართველოს რომელი უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს>>

გასულ წელს თსუ უნივერსიტეტების ყოველწლიურ მსოფლიო რეიტინგში The Wolrd University Ranking მოხვდა, რომელიც ბრიტანულმა ჟურნალმა Times Higher Education შეადგინა. რეიტინგში THE 92 ქვეყნის 1,3 ათასზე მეტი უნივერსიტეტი შევიდა. თსუ-მა დაიკავა პოზიცია 1001+. უმაღლეს სასწავლებელში დაახლოებით 20 ათასი სტუდენტი სწავლობს. აქედან 2% უცხოელია.

ყველა ახალი ამბავი
0