თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმაღლესი სასწავლებლების მსოფლიო რეიტინგში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerთსუ
თსუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ჟურნალ Times Higher Education-ის უმაღლესი სასწავლებლების რეიტინგში 1001+ პოზიცია დაიკავა.

თბილისი, 12 სექტემბერი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ) ბრიტანული ჟურნალის Times Higher Education მიერ შედგენილ უნივერსიტეტების ყოველწლიურ მსოფლიო რეიტინგში The Wolrd University Ranking მოხვდა.

წელს THE-ს რეიტინგში 92 ქვეყნის 1,3 ათასზე მეტი უნივერსიტეტი მოხვდა.

თსუ - Sputnik საქართველო
ცვლილებები, პრობლემები, აღმოჩენები და ისევ რეფორმების მოლოდინი – 2019 წელი განათლებაში

თბილისის უნივერსიტეტმა, გასული წლის მსგავსად, დაიკავა პოზიცია 1001+. უნივერსიტეტში დაახლოებით 20 ათასი სტუდენტი სწავლობს, აქედან 2% უცხოელია.

ქართულმა უნივერსიტეტმა სხვადასხვა კრიტერიუმებით დაიმსახურა: საერთო შეფასება – 10,7-22,1, სწავლება – 14,7, კვლევები – 9,4, წყაროები უმაღლესი სასწავლებლის საქმიანობაზე – 4,6, შემოსავლები საქმიანობიდან – 34,8, საერთაშორისო პროგნოზი – 45,9.

მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ათეულში მოხვდა შვიდი ამერიკული და სამი ბრიტანული სასწავლებელი. მათ შორის: ოქსფორდის უნივერსიტეტი (საერთო შეფასება 95,4), კალიფორნიის ტექნიკური უნივერსიტეტი (94,5), კემბრიჯის უნივერსიტეტი (94,4), სტენფორდის უნივერსიტეტი (94,3), მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტი (93,6).

ყველა ახალი ამბავი
0