22:07 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
45 0 0

შუქრუთის მოსახლეობა შიშობს, რომ შეიძლება სახლ-კარის გარეშე დარჩეს – კომპანია Georgian Manganese-ის საქმიანობა სამთო გამონამუშევრებში მათ სახლებს ანგრევს.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა კომპანია Georgian Manganese-ის („ჯორჯიან მანგანეზი") წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს, იუწყება ტელეარხი Imedi.

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, კომპანიის საქმიანობა სამთო გამონამუშევრებში მათ სახლებს აზიანებს – კედლებზე სულ უფრო და უფრო მატულობს ბზარები.

Georgian Manganese Holding ქვეყანაში მანგანუმის მადნის მთავარი მომპოვებელია. ის ფლობს 11 მაღაროსა და ერთ გადამამუშავებელ ქარხანას, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 3,5 ათასი ადამიანი.

აქციის მონაწილეებმა მაღაროების შესასვლელები გადაკეტეს. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ამტკიცებს, სკდება არა მხოლოდ სახლის კედლები, არამედ მიწაც. მცხოვრებლები კომპენსაციას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. მსგავსი აქციები მათ რამდენიმე თვის წინაც გამართეს, მაგრამ ამას შედეგები არ მოუცია – Georgian Manganese მოლაპარაკებებზე არ მიდის.

Georgian Manganese არაერთხელ აღმოჩნდა სკანდალის ცენტრში. კომპანია ავტორიტეტული საერთაშორისო კომპანია Human Rights Watch-ის კრიტიკის ობიექტიც კი გახდა. 60-გვერდიან ანგარიშში საუბარი იყო, რომ საქართველოს შახტებსა და საბადოებში მუშების უსაფრთხოება დიდი საფრთხის ქვეშ დგას ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო.

რატომ იხოცებიან მაღაროელები საქართველოში და ვინ დაიცავს მათ უფლებებს?>>

Georgian Manganese Holding-ის მუშებმა Human Rights Watch-ს მოუთხრეს, რომ ზოგიერთ მათგანს 12 საათიც კი უწევს მიწისქვეშ მუშაობა, მათ შორის, ღამის ცვლაში და 15 დღე ზედიზედ.

კომპანიას უჩივის ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.

მთავარი თემები