22:01 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (200)
41 0 0

რუსთავის მერის განცხადებით, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილება, სტუდენტებისა და მათი მშობლების თხოვნით განხორციელდა

თბილისი, 17 თებერვალი - Sputnik. მაღალი აკადემიური მოსწრების ის რუსთაველი სტუდენტები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო გრანტით ჩაირიცხნენ, ან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ფაკულტეტებზე სწავლობენ, მგზავრობის თანხას მიიღებენ, ნათქვამია რუსთავის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, რუსთავის მერიაში ახალი სტუდენტური პროგრამა რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ინიციატივით ამოქმედდება. კერძოდ, მუნიციპალიტეტი 100%-იანი გრანტის მფლობელ და სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური შეფასების საშუალო ქულა 81 ან მეტია, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად  ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 60 ლარს ჩაურიცხავს.

რუსთავის მერის განცხადებით, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამაში ცვლილება  სტუდენტებისა და მათი მშობლების თხოვნით განხორციელდა.

რუსთავის მერიაში სტუდენტების მხარდასაჭერად ორი სოციალური პროგრამა მოქმედებს. პირველი რუსთავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები და რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსებას ითვალისწინებს. კერძოდ,  81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტებს 800 ლარით, 90-დან 95-მდე ქულის მქონე ახალგაზრდებს არაუმეტეს 1000 ლარით, 95-დან 100 ქულის ჩათვლით, აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, კი 1200 ლარით აფინანსებს.

მეორე სოციალური პროგრამა, რომელიც სტუდენტების მგზავრობის საფასურის დაფარვისთვის შემუშავდა, რუსთავში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახების წევრი სტუდენტების (მონაცემთა ერთიან ბაზაში მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 ათასს), შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და იძულებით გადაადგილებული ოჯახების წევრი სტუდენტების მგზავრობის საფასურს აფინანსებს.

 

თემები:
განათლება საქართველოში (200)

მთავარი თემები