ვითარება გზებზე: ბოლო ცნობები

© Facebook / photo: Roads Department of Georgia / FBზამთრის პეიზაჟი
ზამთრის პეიზაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სხვადასხვა მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა აღდგა, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

საქართველოს სამხედრო გზა - Sputnik საქართველო
ვითარება გზებზე: საქართველოს მასშტაბით უამინდობის გამო აკრძალვები დაწესდა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-52 კმ მონაკვეთზე შეზღუდვები 13-14 თებერვლის ღამით დაწესდა. გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ აღნიშნულ მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა 14 თებერვლის დღისით აღდგა.

ამ დროისთვის აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება ნებადართულია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-105 კმ მონაკვეთზე. ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო ფარავნის უღელტეხილი ყველა სახის ტრანსპორტისთვის 12 თებერვლიდან დაიკეტა.

ამჟამად გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენის სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–ალპანა–მამისონის საავტომობილო გზის 1-49 კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა ნებადართულია. ამ დროისათვის აღნიშნულ გზაზე ტრანსპორტის ყველა სახეობის გადაადგილება თავისუფალია.

ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები მოხსნილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მათხოჯი–ხიდი–გორდი–კინჩხას საავტომობილო გზის 8-19 კმ მონაკვეთზე და ასევე ხიდი–თერჯოლა–ტყიბულის საავტომობილო გზის 10-20 კმ მონაკვეთზე.

ყველა ახალი ამბავი
0