02:59 26 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
55 0 0

სამი მოქმედი და ერთი ყოფილი საჯარო მოხელე სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. მათ შორისაა ფოთის ყოფილი მერი ირაკლი კაკულიაც.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის ყოფილ მერს ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ ყოფილ საჯარ მოხელეებს აღვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ ცოტა ხნის წინ მიიღო, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი.

დაცვის მხარის თქმით, საქმეში არსებული ყველა მოწმე უკვე გამოკითხულია და, შესაბამისად, მათზე ზემოქმედების არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ირაკლი კაკულიას 50 ათასი ლარის, ზურაბ ყურუას, ნიკოლოზ გრიგოლიასა და ლევან ჩოჩიას კი 30-30 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2019 წლის 8 ნოემბერს სამი მოქმედი, ერთი კი ყოფილი საჯარო მოხელე დააკავა. მათ შორის ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და ამჟამინდელი საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია იყო.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალად ედებათ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება.

ფოთის ყოფილ მერს პატიმრობა შეეფარდა>>

გამოძიების ინფორმაციით, მოხელეებმა 528 821 ლარი მიიტაცეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები