„იყავით მადლიერი, რომ წყვილი არ გყავთ“: ფსიქოთერაპევტის რჩევები მარტოხელა „ვალენტინებს“

CC0 / Pixabay / ქალი საქანელაზე
ქალი საქანელაზე - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2021
გამოწერა
თუ ვალენტინობის დღეს მარტო ხვდებით, Sputnik-ი გთავაზობთ ბელორუსი ფსიქოთერაპევტის ლეონიდ შემლიაკოვის რჩევებს, როგორ აიცილოთ ამ რომანტიკულ დღესასწაულზე დეპრესია და სასოწარკვეთა.

თუ არ გინდათ, რომ წარუმატებლად გამოიყურებოდეთ, არ ღირს საკუთარ თავზე წუწუნი და შეწუხებული სახით სიარული. ნუ დაელოდებით სადღესასწაულო ვახშმის განხილვით აჟიტირებული შეყვარებული წყვილისგან თანაგრძნობას, თავს უფრო ცუდად იგრძნობთ. უბრალოდ, ზედმეტად ნუ გაამახვილებთ ყურადღებას, რომ დღეს შეყვარებულთა დღეა. თქვენ ხომ არ ნერვიულობთ მაშინ, როცა ტანკისტის ან მეტეოროლოგის დღეა?

ვალენტინობის დღეს თქვენი ფსიქიკა რომ არ დაზიანდეს, ერთ-ერთი გზა მისი იგნორირება, უგულებელყოფაა. წარმოიდგინეთ, რომ ეს დღე ისეთივეა, როგორც სხვა დანარჩენი და რომ მასში არაფერი განსაკუთრებული არ არის. მოგიწევთ შესაბამისი პროგრამებით დატვირთული რადიოსა და ტელევიზორისგან შორს ყოფნაც. საერთო „გულისმიერ“ სიგიჟეებს რომ დაემალოთ, შეიარეთ კინოში, მაგრამ დარწმუნდით, რომ რომანტიკული ფილმის ბილეთი არ გიყიდიათ. 

სიყვარული - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2020
ვალენტინობა 2020: რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს – საინტერესო იდეები

ნუ იქნებით ცინიკოსი

უფრო მაცდუნებელია სარკაზმით მიუდგეთ ვალენტინობის დღის მერკანტილურობასა და მასიურობას, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას! რასაკვირველია, ერთი-ორი წუთის განმავლობაში თქვენ შეიძლება თავი უკეთესად იგრძნოთ, როცა სხვებს ეტყვით, რომ ბევრ ფულს ფლანგავენ გულის ფორმის უსარგებლო ნივთების შეძენაში და, საერთოდაც, წმინდა ვალენტინი ხომ სწორედ ამ დღეს მოკლეს. მაგრამ ეს წუთიერი სიხარული კარგად არ მოგიბრუნდებათ როცა მიხვდებით, რომ დღესასწაულის სხვებისთვის ჩაშლით თქვენ საკმაოდ შურიან ადამიანად გამოიყურებით და არა მოსაწყენ ხალხზე აღზევებულ სარკაზმის მეფედ. 

იზეიმეთ მარტოობაა

იყავით მადლიერი, რომ წყვილი არ გყავთ და არ ხართ ვალდებული, ვინმეს გაუგზავნოთ სულელური პლუშის დათუნია, რომელსაც თათებში გული უჭირავს. საკუთარ თავს უყიდეთ ის საჩუქარი, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ და გენანებოდათ მასში ფულის გადახდა. შეკრიბეთ თქვენი მარტოხელა მეგობრები და წადით სადმე წვეულებაზე. დაიმახსოვრეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ეგოიზმი არ არის. ეს არის ჯანმრთელი ადამიანის ნორმალური მდგომარეობა და წმინდა ვალენტინის დღე ნამდვილად შესანიშნავი მიზეზია სიყვარულში გამოუტყდეთ მას, ვინც არასოდეს დაგტოვებთ, ანუ საკუთარ თავს. 

თუ თქვენი მიზანია, დაარწმუნოთ სხვები, რომ თქვენ არ იმსახურებთ მათ ტრადიციულ მწუხარებას, რომელსაც ბედნიერი წყვილები უხვად აფრქვევენ მარტოხელების მიმართ, შეგიძლიათ წარმატებით დაარწმუნოთ ისინი თქვენს პოპულარობაში ადგილზე მიტანის სერვისით. საკუთარ თავს გაუგზავნეთ მისალოცი ბარათი, ვარდები, შოკოლადი წარწერით „შენი იდუმალი ვალენტინი“. შეკითხვებს, თუ ვინ გამოგიგზავნათ ეს ყველაფერი, ყვავილებითა და შოკოლადით დამტკბარმა მრავლისმეტყველი ღიმილით უპასუხეთ. ამით ზიანს არავის მიაყენებთ, თქვენ კი ეს თავდაჯერებულობას შეგმატებთ. 

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2019
წმინდა ვალენტინის დღე: ისტორია, ტრადიცია და საჩუქრები

ფსიქოთერაპევტის მოსაზრება

„ჩვენს კულტურაში მიიჩნევა, რომ ადამიანი შემდგარია მხოლოდ წყვილში, სასიყვარულო ურთიერთობაში, ოჯახში. მარტოხელა ადამიანები, ისინიც კი, ვინც ამ გზას შეგნებულად ირჩევენ, თუ სხვა სფეროში წარმატებულნი არიან, მაინც არასრულფასოვნად და საბრალოდ მიიჩნევიან“, — ამბობს ფსიქოთერაპევტი დიმიტრი შემლიაკოვი.

სპეციალისტის აზრით, ისეთი დღესასწაულები, როგორიცაა წმინდა ვალენტინის დღე, მარტოსულ ადამიანებში დეპრესიის შეგრძნებას ააქტიურებს, რადგან საზოგადოება მათ თავს ახვევს აზრს, რომ როგორც კი წყვილს გაიჩენენ, პრობლემები მაშინვე მოუგვარდებათ და ცხოვრებაც უკეთესი ექნებათ.

„ეს არის ურთიერთობების არასწორი და არაჯანსაღი აღქმა და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ნაწილობრივი მიზეზი განქორწინებების მზარდი რიცხვისა. ადამიანებს არ სურთ მოუფრთხილდნენ საკუთარ სიყვარულს, მიაჩნიათ, რომ ერთობლივი თანაცხოვრება ჯადოსნურად თვითონ უნდა დალაგდეს. ხოლო თუ სირთულეები წარმოიშობა, დაშორებას არჩევენ. მიაჩნიათ, რომ თუ ჯადოქრობამ არ იმოქმედა, მაშინ ურთიერთობის შენარჩუნებაზე თავის შეწუხება არ ღირს“, — განმარტავს შემლიაკოვი.

ვალენტინობის დღეს ფსიქოთერაპევტი გირჩევთ, არ შეიბრალოთ საკუთარი თავი და არ იფიქროთ იმაზე, როგორი უბედური ხართ. პირიქით, ფხიზლად გააანალიზეთ საკუთარი თავიცა და ირგვლივ მყოფებიც. არის კი თქვენ გვერდით ისეთი წყვილი, რომელთა ურთიერთობაც საკუთარ თავზე გინდათ გამოსცადოთ?

  • „ნამდვილად გჭირდებათ პარტნიორი, ოჯახი, შვილები, თუ უბრალოდ გინდათ, რომ სხვებივით იყოთ? რა გიშლით ხელს ურთიერთობის დაწყებაში? რა რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო მდგომარეობის გამოსასწორებლად?“ — ასეთ მიდგომას ურჩევს ფსიქოთერაპევტი მარტოხელებს.

მისი თქმით, ნებისმიერი სერიოზული ურთიერთობა მძიმე სამუშაოა – დათმობაზე წასვლა, პარტნიორის სულიერ კომფორტზე ზრუნვა, მისი ემოციებისა და მოთხოვნების მიმართ ყურადღების გამოჩენა.

„ასეთი ტვირთის წამოკიდება მარტო იმიტომ, რომ „ყველა ასე აკეთებს“, არაეფექტურია და არასაჭირო. ასე რომ, ყური დაუგდეთ საკუთარ თავს, შეხედეთ ირგვლივ მყოფებს, გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გსურთ პირადი ცხოვრების შეცვლა და იმოქმედეთ“, — ურჩევს მარტოხელებს სპეციალისტი.   

ყველა ახალი ამბავი
0