https://sputnik-georgia.com/20200205/ruseTis-sazRvrisken-mimavali-gza-trailerebisTvis-Caiketa-247664493.html
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის ჩაიკეტა
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის ჩაიკეტა
Sputnik საქართველო
კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული 05.02.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-02-05T22:08+0400
2020-02-05T22:08+0400
2021-10-19T17:18+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23885/24/238852461_0:40:1280:760_1920x0_80_0_0_3bc8ebf9745d0b84121a0b1ac2230457.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23885/24/238852461_107:0:1174:800_1920x0_80_0_0_f060a0b5a8ed47f1916929c24f237cb5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის ჩაიკეტა
22:08 05.02.2020 (განახლებულია: 17:18 19.10.2021) კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული
თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო დანიშნულების საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო, სამხედრო გზა ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.