რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის ჩაიკეტა

© Roads Department of Georgiaთოვლი კობი-გუდაურის გზაზე
თოვლი კობი-გუდაურის გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლითაა დაშვებული

თბილისი, 5 თებერვალი - Sputnik. დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო დანიშნულების საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა აკრძალულია, აღნიშნულია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

სატვირთო ტრეილერები გზაზე - Sputnik საქართველო
სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაკეტილია

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ასევე გზის დანარჩენ მონაკვეთებზე.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო, სამხედრო გზა ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. „ზემო ლარსის“ საბაჟო-გამშვები პუნქტი კი ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

ყველა ახალი ამბავი
0