13:53 26 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4801
  • 100 RUB4.4615
  • USD3.1916
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (162)
42 0 0

საპენსიო ფონდის ახალ ხელმძღვანელს სამეთვალყურეო საბჭო შეარჩევს, რომლის შემადგენლობაშიც მინისტრთა კაბინეტის წევრები შედიან.

თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტის დაკავების სურვილი 120 ადამიანს აქვს - უწყებაში 10 იანვრიდან 31 იანვრამდე პერიოდში სწორედ ამ რაოდენობის განცხადება შევიდა, იუწყება Новости-Грузия საპენსიო სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან სურგულაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით 16 იანვარს დატოვა. მან სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით დეკემბერში მიმართა და საკუთარი გადაწყვეტილება "სხვა გეგმებით" ახსნა.

სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ყველა კანდიდატი უნდა განიხილოს და 120-დან საუკეთესო შეარჩიოს. საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოში შედიან ფინანსთა, ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრები. საბჭოს ოლივიე რუსო ხელმძღვანელობს.

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს 5 წლის ვადით დაინიშნა.

ვაკანტური პოსტის დაკავების მსურველმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს: უნდა ჰქონდეს მიღებული ბაკალავრის ხარისხი, ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, პროფესიით უნდა იყოს ეკონომისტი, ფინანსისტი ან ბიზნეს-სამართლის სპეციალისტი. ამასთან, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.

სააგენტოს დირექტორის ყოველთვიური ხელფასი 10 ათასიდან 15 ათას ლარამდეა.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე პირების შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

ბოლო მონაცემებით, საპენსიო რეფორმაში 976,1 ათასზე მეტი ადამიანი და 62,1 ათასზე მეტი კომპანიაა ჩართული, საერთო საპენსიო შენატანმა კი 564,4 მლნ ლარს გადააჭარბა.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (162)

მთავარი თემები