22:00 24 თებერვალი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0571
  • 100 RUB4.3980
  • USD2.8299
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (75)
54 0 0

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე პროკურატურამ დახურა, მაგრამ მისი მშობლები არ ურიგდებიან იმ ფაქტს, რომ მათ გარდაცვლილ შვილს ტერორისტის სახელი შერჩება

თბილისი, 29 იანვარი — Sputnik. თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები მოითხოვენ, რომ საქართველოს მთავრობამ გამოაქვეყნოს მტკიცებულებები მათი შვილის ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის შესახებ, ამის შესახებ მათ პრესკონფერენციაზე საინფორმაციო სააგენტო 2020NEWS-ის პრესცენტრში განაცხადეს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დეტალები: პროკურატურამ სპეცრაზმის მოქმედება გაამართლა >>

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სასიკვდილოდ დაიჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-მა) იგი ცნობილ ტერორისტ აჰმედ ჩატაევთან კავშირში ეჭვმიტანილად ცნო. როგორც სუს-ში განმარტეს, სპეცრაზმელმა ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც შენიშნა, რომ იგი ხელყუმბარის აფეთქებას აპირებდა. დაჭრილი მაჩალიკაშვილი ორი კვირის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

„დადონ ერთი მტკიცებულება მაინც, რა კავშირში იყო თემირლანი ჩატაევთან? თემირლანს საიდან ჰქონდა ხელყუმბარა? რა დახმარებას უწევდა ჩატაევს. ის მას არ იცნობდა. ტელევიზიით ჰყავდა ნანახი მხოლოდ“, - განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ მედიკო მარგოშვილმა.

მარგოშვილი ამტკიცებს, რომ მის შვილს ცილს სწამებენ. მისი თქმით, თემირლანს არანაირი კავშირი არ ჰქონია ჩატაევთან, მთავრობამ კი ის ტერორისტად შერაცხა.

„ერთადერთი ჩემი შვილის დანაშაული იმ ორი ჩეჩენი ბიჭის ნაცნობობაა. ისინი ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ საქართველოში. ხელისუფლებას სხვა მტკიცებულებები არ აქვს“, - განაცხადა მარგოშვილმა.

ამასთან ერთად, თემირლანის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ბოლომდე იბრძოლებს და თავისი გარდაცვლილი ვაჟის უდანაშაულობას დაამტკიცებს.

„ჩემი ბრძოლა იწყება დღეს. თურმე, აქამდე არ მიბრძოლია“, - განაცხადა მან.

ამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილი სასამართლოს და პროკურატურას უნდობლობას უცხადებს. ხუთშაბათს, მას შემდეგ რაც პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის დახურვის შესახებ განაცხადა, ის საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში შესვლას შეეცადა, მაგრამ მას ხელი შეუშალეს. მანდატურებთან და პოლიციასთან კონფლიქტის დროს ის შეუძლოდ გახდა, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახება.

როდესაც მალხაზ მაჩალიკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესდა, მან მეუღლესთან და ადვოკატთან ერთად პრესკონფერენცია გამართა.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (75)

მთავარი თემები