ვითარება გზებზე: ფარავნის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ აღდგა

© Sputnik / STRINGERდიდთოვლობა საქართველოში
დიდთოვლობა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდთოვლობის გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფო მნიშვნელობის რამდენიმე გზაზე შეზღუდვები დაწესდა.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა, თუმცა კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0