თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. გაწმენდითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ საქართველოს გზებზე დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოხსნილია, იუწყება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
კერძოდ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110 კმ მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგა, თუმცა კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ყველანაირი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.