გარდაიცვალა კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე

© photo: Sputnik / Stringerსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალურ კათედრას ხელმძღვანელობდა, განსაკუთრებული აღიარება კი კომპოზიტორს ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ქართველი კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე 77 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გომარ სიხარულიძე წლების განმავლობაში თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკალურ კათედრას ხელმძღვანელობდა. მას არაერთი კამერულ-ინსტრუმენტული და საესტრადო ნაწარმოები აქვს შექმნილი.

გარდაიცვალა რეჟისორი გოგი თოდაძე>>

განსაკუთრებული აღიარება კომპოზიტორს ქართული კინოფილმებისთვის შექმნილმა მუსიკამ მოუტანა, მათ შორის ყველაზე პოპულარულია სიმღერები, რომლებიც შეიქმნა ფილმებისთვის „ჩარი-რამა" და „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში".

ყველა ახალი ამბავი
0