გარდაიცვალა რეჟისორი გოგი თოდაძე

© photo: REDIX / FBგოგი თოდაძე
გოგი თოდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თოდაძემ თეატრისა და კინოს რამდენიმე თაობის მსახიობები აღზარდა. ის თბილისის სხვადასხვა თეატრში მოღვაწეობდა.

თბილისი, 24 იანვარი — Sputnik. გარდაიცვალა ცნობილი რეჟისორი გოგი თოდაძე, იუწყება გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

© photo: Griboedov Theatre / FBგოგი თოდაძე
გარდაიცვალა რეჟისორი გოგი თოდაძე - Sputnik საქართველო
გოგი თოდაძე

რეჟისორი 74 წლისა იყო. მან ცხოვრება ქართულ კულტურას მიუძღვნა. ის ხელმძღვანელობდა სკოლა-სტუდია „ბერიკებს", იყო მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი, აღზარდა ქართული თეატრისა და კინოს მსახიობების არაერთი თაობა.

სამგლოვიარო სანთელი - Sputnik საქართველო
2019 წელს საქართველო არაერთ ლეგენდარულ ადამიანს გამოემშვიდობა

თოდაძემ სცენაზე 90-ზე მეტი სპექტაკლი დადგა. მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრდა მისი „ეზოში ავი ძაღლია" და "ნეაპოლი - მილიონერთა ქალაქი“. რეჟისორი სპექტაკლებს სხვადასხვა თეატრში დგამდა და მათ შორის იყო გრიბოედოვის თეატრიც, რომლის ადმინისტრაციაც მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

„თითქმის ნახევარზე მეტი დღევანდელი არტისტებისა იყო მისი მოწაფე… გრიბოედოვის თეატრის სცენაზე გოგი თოდაძემ დადგა საბავშვო მუსიკალური სპექტაკლი „ჩიპოლინო", რომელიც დიდი წარმატებით მიდიოდა წლების განმავლობაში. ასეთ ადამიანებს არ ივიწყებენ. მარადიული ხსოვნა მას", – აღნიშნულია თეატრის განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0