„არ არის ამხელა პანიკა აუცილებელი“ – ჩინეთში მცხოვრები ქართველი მიმართვას ავრცელებს

© photo: Sputnik / Ygor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიეპიდემიოლოგები საგანგებო სკაფანდრებში
ეპიდემიოლოგები საგანგებო სკაფანდრებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ტაილანდში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, კანადაში, ავსტრალიაში.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. ჩინეთში მცხოვრები ქართველი ნინო გელანტია, რომელიც პეკინში იმყოფება, კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას აღწერს. ნინო გელანტია ამბობს, რომ საქართველოში უსაფუძვლო პანიკაა ატეხილი.

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
ქუთაისის აეროპორტში მგზავრებს კორონავირუსზე ამოწმებენ

ქვეყანაში მოგზაურების მსურველებს ნინო ურჩევს, დაიცვან პირადი ჰიგიენა და არ გასინჯონ ქუჩაში საკვები და ეგზოტიკური კერძები.

მისი თქმით, ჩინეთს აქვს უფრო საშიშ ვირუსებთან ბრძოლის გამოცდილება, რესურსი და სტრატეგია, რომ ამდენი ადამიანი საფრთხეში არ ამყოფოს. 24 იანვრის მონაცემებით, პეკინში ინფიცირებული იყო 22 ადამიანი, არც ერთი გარდაცვლილი. ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათი. სხვა ქვეყნებში მიმავალი მგზავრების ტემპერატურა მოწმდება ჩინეთშივე. საჯარო სივრცეებში, სასტუმროებში, სკოლებში გამკაცრდა სანიტარული ნორმები. არ ყოფილა საჭიროება, რომ რაიმე დაწესებულება დახურულიყო.

„ხვალიდან ჩინური ახალი წელი იწყება და პეკინი თითქმის დაცარიელებულია. დაუზუსტებული ინფორმაციით, ვირუსი პირველად გავრცელდა ვუჰანიდან გველის და სხვადასხვა ეგზოტიკური ხორცის მყიდველ-გამყიდველებისგან. დაინფიცირდა 444, გარდაიცვალა 17 ადამიანი. ყველა 40-90 ასაკობრივი კატეგორია, უმეტესად 80 წელს ზემოთაა გარდაცვლილები. რამდენიმე გამოჯანმრთელებული ადამიანი უკვე მოათავსეს იზოლირებულ სივრცეში, ვირუსი არ არის მომაკვდინებელი“, – წერს საქართველოს მოქალაქე.

თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო
თბილისის აეროპორტში მგზავრების კორონავირუსზე შემოწმება მიმდინარეობს

ჩინეთში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ვირუსი უკვე გავრცელდა ჩინეთის საზღვრებს გარეთ. დაავადების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ტაილანდში, სინგაპურში, ჰონგ-კონგში, კანადაში, ავსტრალიაში.

ჩინეთის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე გადადის. ექიმების განცხადებით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელია ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გაციება, ხველება, ყელის ტკივილი, მკერდში შეკუმშვის შეგრძნება. შეინიშნება პნევმონიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ბრონქიტი. რისკის ჯგუფში არიან დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები, ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები.

ყველა ახალი ამბავი
0