04:46 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
204 0 0

საქართველოში ყველაზე დიდი მოგება ლატარიაში დაფიქსირდა 2010 წელს, როდესაც 4,4 მილიონი ლარის ჯეკ-პოტი მოიგეს

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ლატარიის მორიგმა გათამაშებამ ქვეყანას მილიონერი შემატა - ერთ-ერთმა ბილეთმა დაახლოებით 1,2 მილიონი ლარი მოიგო.

6/42 ლატარიის გათამაშება სამშაბათს საღამოს გაიმართა. გათამაშების ოფიციალური სტატისტიკით, ფულადი პრიზები მოგებული აქვს  92 მონაწილეს, საიდანაც ერთ-ერთს ყველაზე მეტად გაუმართლა - მან ჯეკ-პოტი მოხსნა.

მოგების თანხამ 1 182 454 ლარი შეადგინა. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

საქართველოში ყველაზე დიდი მოგება ლატარიაში დაფიქსირდა 2010 წელს, როდესაც ლატარიის კომპანიის 58-ე გათამაშებაში 4,4 მილიონი ლარის ჯეკ-პოტი აფხაზეთიდან დევნილმა 44 წლის ზაირა თორდინავამ მოიგო.

მთავარი თემები