ჯეკ-პოტი მოხსნილია: ლატარიის წყალობით საქართველოს ერთი მილიონერი შეემატა

© photo: Sputnikსახელმწიფო ლატარია Lotto Ge
სახელმწიფო ლატარია Lotto Ge - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ყველაზე დიდი მოგება ლატარიაში დაფიქსირდა 2010 წელს, როდესაც 4,4 მილიონი ლარის ჯეკ-პოტი მოიგეს

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. საქართველოს ეროვნული ლატარიის მორიგმა გათამაშებამ ქვეყანას მილიონერი შემატა - ერთ-ერთმა ბილეთმა დაახლოებით 1,2 მილიონი ლარი მოიგო.

ევრო - Sputnik საქართველო
მეუღლის სიყვარულით: პენსიონერმა ლატარიის ორი ბილეთით მილიონი მოიგო

6/42 ლატარიის გათამაშება სამშაბათს საღამოს გაიმართა. გათამაშების ოფიციალური სტატისტიკით, ფულადი პრიზები მოგებული აქვს  92 მონაწილეს, საიდანაც ერთ-ერთს ყველაზე მეტად გაუმართლა - მან ჯეკ-პოტი მოხსნა.

მოგების თანხამ 1 182 454 ლარი შეადგინა. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება.

საქართველოში ყველაზე დიდი მოგება ლატარიაში დაფიქსირდა 2010 წელს, როდესაც ლატარიის კომპანიის 58-ე გათამაშებაში 4,4 მილიონი ლარის ჯეკ-პოტი აფხაზეთიდან დევნილმა 44 წლის ზაირა თორდინავამ მოიგო.

ყველა ახალი ამბავი
0