00:51 08 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4551
  • 100 RUB4.2058
  • USD3.1748
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1409)
48 0 0

როგორც ამბობენ, ეს სიახლე სიყალბესთან ბრძოლის კამპანიის ნაწილია. ამასთან, პლატფორმა მკაფიოდ არ განსაზღვრავს, რას მიიჩნევს „ყალბ ინფორმაციად“.

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. პოპულარულმა სოციალურმა ქსელმა „ინსტაგრამმა“ (Instagram) დაიწყო ქსელის ახალი ფუნქციის გამოცდა, რომელიც მალავს ფოტოშოპით დამუშავებულ ფოტოებს. ამიერიდან ამ ტიპის ფოტოები მოინიშნება როგორც „ყალბი ინფორმაცია“, იუწყება Daily Mail („დეილი მეილი“).

პროცედურა ასეთია: გამოქვეყნებულ ფოტოს აფასებენ დამოუკიდებელი რედაქტორები და თუ ის მოინიშნება როგორც სიყალბე, ალგორითმი ართულებს მის ძებნას რეკომენდაციებისა და ჰეშთეგების მეშვეობით. ამასთან, თავად ფოტო პროფილში აისახება, თუმცა მასზე დაწკაპებით მომხმარებელი დაინახავს მხოლოდ შავ ეკრანს გამაფრთხილებელი წარწერით.

სოციალური ქსელის სიახლის შესახებ ინტერნეტში ერთ-ერთმა პირველმა სან-ფრანცისკოელმა ფოტოგრაფმა ტობი ჰარიმანმა ისაუბრა. მოგვიანებით მას დაუკავშირდნენ „ინსტაგრამის“ მფლობელის, „ფეისბუქის“ წარმომადგენლები და განმარტეს, რომ ისინი ყველა რედაქტირებულ სურათს კი არ მალავენ, არამედ მხოლოდ იმათ, რომელთაც რედაქტორები მონიშნავენ.

„ინსტაგრამში“ აცხადებენ, რომ ეს ფუნქცია ჯერ ტესტირების რეჟიმშია და მისი ამოქმედების თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა აღნიშნავს, სიახლე არის „ფეისბუქის“ კამპანიის ნაწილი, რომელიც სიყალბესთან ბრძოლას ისახავს მიზნად. ამასთან, პლატფორმა მკაფიოდ არ განსაზღვრავს, რა ტიპის ინფორმაციას მიიჩნევს სიყალბედ.

აღსანიშნავია, რომ ფოტოგრაფები, ილუსტრატორები, მხატვრები, დიზაინერები და ქსელის სხვა მომხმარებლები, რომლებიც რეგულარულად იყენებენ ფოტოშოპს თავიანთი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, ახლა საგონებელში არიან ჩავარდნილი, რადგან არ იციან, როგორღა გამოაქვეყნონ თავიანთი ნამუშევრები სოციალურ ქსელში.

რით არის საშიში Instagram-ი და Facebook-ი: სამეცნიერო ექსპერიმენტი და დასკვნა>>

ჩნდება ასევე კითხვა, გავრცელდება თუ არა მომავალში სოციალური ქსელის პოლიტიკა სხვა პოპულარული პროგრამების მეშვეობით (Canva, Snapseed, VSCO) დამუშავებულ ფოტოებზე.

ამას წინათ „ინსტაგრამმა“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო ფუნქციის ტესტირება, რომელიც მალავს მოწონების მრიცხველს უცხო „პოსტზე“. თვით კომპანიამ ამ გადაწყვეტილების აუცილებლობა ახსნა სურვილით, შეემცირებინა „სოციალური ზეწოლა“ და გარემო „ნაკლებ კონკურენტული“ გაეხადა, ასევე წაეხალისებინა მომხმარებელი, ორიენტირად დაესახათ პირველ რიგში შინაარსი და არა მოწონების რაოდენობა.

თემები:
მსოფლიო დღეს (1409)

მთავარი თემები