მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Instagram-ი ახალ ფუნქციებს ამატებს: ბრძოლა შეურაცხყოფის წინააღმდეგ

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიInstagram
Instagram - Sputnik საქართველო
გამოწერა
Instagram-ი ასევე მუშაობს ფუნქცია Restrict-ზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაიცვან საკუთარი აკაუნტები არასასურველი ურთიერთობებისგან.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. სოციალური ქსელი Instagram-ი ახალ ფუნქციებს ამატებს, რომლებიც იუზერების შეურაცხყოფისა და დევნის წინააღმდეგ იქნება მიმართული, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში

„ფეისბუქის“ ლოგო საწერ კალამსა და ბლოკნოტზე - Sputnik საქართველო
რით არის საშიში Instagram-ი და Facebook-ი: სამეცნიერო ექსპერიმენტი და დასკვნა

კომპანიამ ერთ-ერთი ფუნქციის გამოცდა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ააანალიზებს მომხმარებელთა კომენტარებს. თუ რომელიმე იუზერის მინაწერი შეურაცხმყოფელად ჩაითვლება, მას გაეგზავნება გაფრთხილება და მიეცემა შესაძლებლობა, წაშალოს კომენტარი.

„ამ ფუნქციის ტესტირების პროცესში გამოვლინდა, რომ ზოგ ადამიანს ის ბიძგს აძლევს, წაშალოს თავისი მინაწერი და დაწეროს რაღაც ნაკლებად საწყენი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, Instagram-ი ასევე მუშაობს ფუნქცია Restrict-ზე, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, დაიცვან საკუთარი აკაუნტები არასასურველი ურთიერთობებისგან.

„როგორც ჩვენმა მომხმარებლებმა გვაცნობეს, მათ ეშინიათ იმ შეურაცხმყოფელთა დაბლოკვა, ხელმოწერის გაუქმება თუ კომპანიის შესაბამისი სამსახურისთვის შეტყობინება, რომლებთანაც რეალურ ცხოვრებაში აქვთ ურთიერთობა, ვინაიდან ეს კიდევ მეტად გაამწვავებს ვითარებას“, – განმარტავენ კომპანიაში.

ახალი ფუნქცია კი შეურაცხმყოფელი კომენტარის გამოჩენას შეზღუდავს და მას მხოლოდ ავტორი დაინახავს. ამგვარად დაბლოკილი იუზერი ვეღარ მიადევნებს თვალს მის მიერ შეურაცხყოფილი მომხმარებლის აქტივობას და ვერც იმას გაიგებს, წაიკითხა თუ არა მისგან გაგზავნილი პირადი შეტყობინებები ადრესატმა.

ყველა ახალი ამბავი
0