20:37 29 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8708
  • 100 RUB4.2140
  • USD3.3203
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (171)
101 0 0

SkyUp Airlines ოდესა–თბილისის ავიარეისებს მაისიდან ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში კვირაში ორჯერ განახორციელებს.

თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines ოდესიდან თბილისის მიმართულების ახალ რეისებს იწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის Facebook–გვერდზე. 

ავიაფრენები 28 მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.

ბილეთის ფასი ბარგის გარეშე ოდესიდან თბილისის მიმართულებით 53 დოლარი, თბილისიდან ოდესის მიმართულებით კი 55,5 დოლარი იქნება.

SkyUp Airlines – უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ხოლო ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (171)

მთავარი თემები