თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines ოდესიდან თბილისის მიმართულების ახალ რეისებს იწყებს, ნათქვამია ავიაკომპანიის Facebook–გვერდზე.
ავიაფრენები 28 მაისიდან 4 ოქტომბრამდე პერიოდში კვირაში ორჯერ – ხუთშაბათს და კვირას განხორციელდება.
ბილეთის ფასი ბარგის გარეშე ოდესიდან თბილისის მიმართულებით 53 დოლარი, თბილისიდან ოდესის მიმართულებით კი 55,5 დოლარი იქნება.
SkyUp Airlines – უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ხოლო ფრენები 2018 წლის მაისში დაიწყო.