19:55 15 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6292
  • 100 RUB4.1886
  • USD3.0738
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ახალი 2020 წელი (37)
6910

სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაათვალიერებს ლანჩხუთში არსებულ ფეხბურთის აკადემიას და ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრს.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს გურიის რეგიონში გაემგზავრება, სადაც სამი დღის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს და რეგიონში შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი გურიაში შეხვდება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, დაათვალიერებს ლანჩხუთში არსებულ ფეხბურთის აკადემიას და ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრს.

14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს საქართველოს პრეზიდენტი ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულში აღნიშნავს. დაგეგმილია სახელმწიფო დროშის ერისთავების ციხე-სიმაგრეზე აღმართვა, საიდანაც პრეზიდენტი საქართველოს მოსახლეობას სიტყვით მიმართავს.

14 იანვარს ასევე აღინიშნება ქართული თეატრის დღე, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტი ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვევა და შემოქმედებით კოლექტივთან შეხვედრას გამართავს.

საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად სოფელ დვაბზუს ეთნოგრაფიულ მუზეუმსაც ესტუმრება. ასევე დაესწრება ღონისძიებას „კალანდა 2020" და ოზურგეთის რეაბილიტირებულ, ისტორიულ პირველ საჯარო სკოლას დაათვალიერებს.

სალომე ზურაბიშვილი ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში საშობაო სპექტაკლს დაესწრება, რომელიც რეგიონის ლიცენზირებული და მოქმედი ბავშვთა სახლების ბენეფიციარებისთვის ჩატარდება ადგილობრივი ადმინისტრაციის მხარდაჭერით. მსგავსი სპექტაკლები აღნიშნული კატეგორიის ბავშვებისათვის 19-20-21 დეკემბერს ჩატარდა თბილისსა და საქართველოს 11 ქალაქში. საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული კი 110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაეცა.

თემები:
ახალი 2020 წელი (37)

მთავარი თემები