საქართველოს პრეზიდენტმა პატარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაახალწლო ქალაქი
საახალწლო ქალაქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საახალწლო საჩუქრები სახელმწიფო მეთაურისგან მიიღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტებმაც.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik.  წინასაახალწლო დღეებში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით თბილისსა და ქვეყნის 11 ქალაქში ბავშვთა სახლების, საოჯახო ტიპის სახლების, დღის ცენტრების, შშმბ ცენტრებისა და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვებისათვის, ასევე ომის ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილებისათვის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაცვლილი პირების შვილებისათვის წინასაახალწლო ღონისძიებები  ჩატარდა, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ვებგვერდზე. 

სანტა–კლაუსი - Sputnik საქართველო
საახალწლო ღონისძიებები ბავშვებისთვის – პროგრამა

ახალ წლამდე სამი დღის განმავლობაში, მთაწმინდის პარკში 8 წლამდე ასაკის ბავშვებს  უფასოდ შეეძლოთ საბავშვო ატრაქციონებზე გართობა, მათ განწყობაზე ასევე სანტა-კლაუსები ზრუნავდნენ.

საახალწლო საბავშვო სპექტაკლები თბილისში 1000-ზე მეტი ბენეფიციარისათვის გაიმართა, ხოლო რეგიონებში: ზუგდიდში, ბათუმში, ბორჯომში, გორში, რუსთავში, ხაშურში, მცხეთაში, ქუთაისში, ზესტაფონში, ფოთსა და ახალციხეში 3 500–მდე ბავშვისათვის.
110 ბავშვთა სახლსა და სხვადასხვა დაწესებულებებს გადაეცათ საახალწლო საჩუქრები და ტკბილეული.   საჩუქრები სახელმწიფო მეთაურისგან მიიღეს იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტებმაც.

ყველა ახალი ამბავი
0