06:24 26 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.1870
  • 100 RUB4.6730
  • USD2.8870
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (101)
44 0 0

შეკრებილების თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, დაბინძურებულია, რაც ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახება

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აქციის მონაწილეებმა ჯაჭვის ხიდთან სანაპიროს დაბინძურების ფაქტზე ბრიფინგი გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობა არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკეს.

შეკრებილების თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, დაბინძურებულია, რაც ქალაქის იმიჯზე ცუდად აისახება.

„ქალაქის ისტორიული ნაწილი საინტერესო ლოკაციაა ტურისტებისთვის, მაგრამ აქ არსებული მდგომარეობის გამო, ეს ადგილი ამოღებულია ტურისტული მარშრუტიდან, რადგან უხერხულია ტურისტების აქ მოყვანა. ჩვენ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, დაიგეგმოს დასუფთავების აქციები და გავალთ ყველანი“, – განაცხადა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილმა.

აქციის მონაწილეები  ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

 

თემები:
გარემოს დაცვა და ეკოლოგია (101)

მთავარი თემები