22:11 13 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6237
  • 100 RUB4.2107
  • USD3.0785
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ტრანსპორტი საქართველოში (321)
7010

ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თოვლისა და ლიპყინულის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. ნაქერალას უღელტეხილზე, თბილისი–სენაკი–ლესელიძის და გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კერძოდ, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 20-55-ე მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

 ამ დროისთვის, აღნიშნულ გზებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები თოვლისა და ლიპყინულის გამო იყო დაწესებული.

თემები:
ტრანსპორტი საქართველოში (321)

მთავარი თემები