თოვლი და ლიპყინული: საქართველოს გზებზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnikგაწმენდითი სამუშაოები გზაზე
გაწმენდითი სამუშაოები გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური თოვის გამო,  თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თოვისა და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თოვლი გზებზე - Sputnik საქართველო
უამინდობა საქართველოში: ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის  გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 20-55-ე კმ მონაკვეთზე აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად აღნიშნული გზის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0