სიახლე მძღოლებისთვის: ძველსაბურავებიანი ავტომობილები ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან

© Sputnik / Alexander Imedashviliტექდათვალიერების გავლა
ტექდათვალიერების გავლა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო, 2019 წლიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სახეობის ავტომობილისთვისაა სავალდებულო.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც 10 წელზე მეტი ხნის საბურავები ექნება, 1 აპრილიდან ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სამსახურის უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხზე.

ტექდათვალიერების ერთ-ერთი ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტექდათვალიერებას ყოველი მეექვსე ავტომობილი ვერ გადის

საქართველოში ტექდათვალიერების გავლა ყველა სახეობის ავტომობილისთვისაა სავალდებულო.

„საბურავებს აქვს თავისი ვადა, შესაბამისად, ინსპექტირებაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბურავები უნდა იყოს 10 წელზე ნაკლების. 10 წელზე მეტი ხნის საბურავებიანი მანქანა დაექვემდებარება დახარვეზებას. შესაბამისად, ის ავტომობილები, რომელთა საბურავებსაც ხანდაზმულობის ვადა გასული ექნება, ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან", – აღნიშნა საქართველოს პირველ არხთან შალვა ურიადმყოფელმა.

პერიოდული სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1 იანვრიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე შემოწმდა სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3.5 ტ-ის ზემოთ) ავტომობილები; 1 ივლისიდან - სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები; 1 ოქტომბრიდან 3 000 სმ3 და უფრო დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები. 2019 წლის 1 იანვრიდან კი ტექდათვალიერების გავლა ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის სავალდებულო გახდა.

მსუბუქი ავტომობილებისთვის მომსახურების ღირებულება 60 ლარი, სატვირთო ავტომობილებისთვის კი 100 ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0