საქართველომ უკვე მომავალი ზამთრის სეზონისთვის მზადება დაიწყო

გამოწერა
2020 წლის განმავლობაში ზამთრის კურორტებზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინვესტიციების განხორციელება იგეგმება.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. უკვე დაწყებულია სამუშაოები იმისთვის, რათა საქართველო 2020/21 წლის ზამთრის სეზონს მომზადებული შეხვდეს, განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ზამთრის კურორტებზე წყალმომარაგების პრობლემასთან დაკავშირებით.

ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ახალი წლის დღეებში გაჩნდა. გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა 31 დეკემბრის ღამით გაჩნდა, ბაკურიანში კი 1 იანვრის ღამით. გუდაურში რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა, რის შედეგადაც აღნიშნული პრობლემა მოგვარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, აქ წყალმომარაგება ჯერ კიდევ სრულად არ აღდგენილა, კვლავ რჩება რამდენიმე სასტუმრო და რესტორანი, რომლებიც უწყლობის გამო სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ და ყოველდღიურად კარგავენ დამსვენებლებს. ამ დროისთვის წყალი სტაბილურად მიეწოდება ბაკურიანის მოსახლეობის 85%-ს, პრობლემები რჩება სამ მსხვილ ობიექტზე – „მგზავრები", „პანორამა" და „რუმსი".

დიდველი - Sputnik საქართველო
ვითარება ზამთრის კურორტებზე – ბოლო ცნობები

„უკვე დაწყებულია მუშაობა, რომ 2020 წელს ჩვენ დავაბანდოთ ინვესტიციები, რათა შემდეგ ზამთრის სეზონს შევხვდეთ მომზადებულები", – განაცხადა ცქიტიშვილმა ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, ობიექტური მიზეზი არის უნალექო ამინდი, რამაც გამოიწვია წყლის მარაგების მკვეთრი შემცირება, აღნიშნა ცქიტიშვილმა. მისი სიტყვებით, მხოლოდ ბაკურიანში 2019 წელს დაემატა 800-მდე ახალი აბონენტი, საიდანაც 200-ზე მეტი იყო იურიდიული პირი, ანუ სასტუმრო განთავსების ობიექტი.

„ეს არის დამატებითი მოთხოვნა, დამატებითი ზემოქმედება იმ წყალმომარაგებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. იგივე ვითარებაა გუდაურში. ამდენი იურიდიული პირი არ დაგვემატა, მაგრამ რამდენიმე ათასი მაცხოვრებელი დაემატა „რედკოს" დასახლებას", – განაცხადა ცქიტიშვილმა.

მცირე თოვლის გამო გუდაურში ზამთრის სეზონის ოფიციალური გახსნის ღონისძიებაც გადაიდო.

ყველა ახალი ამბავი
0