13:04 20 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
სოციალური სფერო საქართველოში (131)
30 0 0

მიმდინარე სასწავლო წელს 2,2 ათასზე მეტი ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსებას 1,6 ათასზე მეტი სტუდენტი მიიღებს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს მთავრობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვრებთან მცხოვრები 1,6 ათასზე მეტი სტუდენტის სწავლას დააფინანსებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროზე დაყრდნობით.

ამისთვის უწყებამ 2019-2020 სასწავლო წელს 4 მლნ ლარი გამოყო.

აღნიშნულ პროგრამას სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს. 2013 წელს სახელმწიფომ 417 სტუდენტის სწავლა დააფინანსა, წელს კი ეს რიცხვი 1,6 ათასს გადააჭარბებს. ბოლო შვიდ თვეში სახელმწიფომ შვიდი ათასზე მეტი სტუდენტის სწავლა დააფინანსა, რისთვისაც 15 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი.

პროგრამის ფარგლებში ფინანსდებიან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, დუშეთის, ონის, საჩხერის, წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან.

ამ ადგილებში მცხოვრები თითოეული სტუდენტის დასაფინანსებლად სახელმწიფო 2,2 ათასზე მეტ ლარს გამოყოფს.

თემები:
სოციალური სფერო საქართველოში (131)

მთავარი თემები