23:56 18 იანვარი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2002
  • 100 RUB4.6888
  • USD2.8781
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (172)
66 0 0

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში გაზრდილ ხელფასს პროფესიული განათლების 2,5 ათასზე მეტი პედაგოგი მიიღებს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. პროფსასწავლებლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1,8 ათასი ლარი, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა 2020 წელს გეგმავს მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმოს განათლების სფეროს.

„პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი გახდება დაახლოებით 1 800 ლარი. ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი, და უკვე 2020 წლიდან უკვე ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია", – განაცხადა გიორგი გახარიამ.

განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის ფარგლებში გაზრდილ ხელფასს პროფესიული განათლების 2,5 ათასზე მეტი პედაგოგი მიიღებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия განათლების სამინისტროზე დაყრდნობით.

2019 წელს პროფესიული განათლების პედაგოგებს საათობრივი ანაზღაურება 11 ლარით გაეზარდათ. აღნიშნული ცვლილებების შედეგად კი პედაგოგის საათობრივი ანაზღაურება 15 ლარის ფარგლებში განისაზღვრება.

„2020 წლიდან ხელფასების ზრდა შეეხება ყველა იმ მასწავლებელს, რომლებიც დასაქმებული არიან იმ საჯარო დაწესებულებებში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა), რომლებიც ახორციელებენ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, ან იმ კერძო სასწავლებლებში, სადაც ის პროფსტუდენტები ირიცხებიან, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ", – განაცხადეს განათლების სამინისტროში.

სრული განაკვეთის შემთხვევაში პროფესიული განათლების პედაგოგების ხელფასი 1,3 ათას ლარს შეადგენს, მომატების შემდეგ კი იგი 1,8 ათას ლარს მიაღწევს.

განათლების სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ უწყება „პროფესიული განათლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელის" შექმნაზე მუშაობს. ახალი მოდელის დანერგვა 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

2013 წლიდან დღემდე სახელმწიფომ პროფგანათლების განვითარებისთვის 300 მლნ ლარზე მეტი გამოყო.

საქართველოში განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომელიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხი წელი გაგრძელდება და მისი მიზანია საქართველოს კავკასიის რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრად გადაქცევა.

თემები:
განათლება საქართველოში (172)

მთავარი თემები